ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბანკის წინ საწვავი გადაისხა.
ახალგაზრდა ქალს თავის დაწვის საშუალება ადგილზე მისულმა პოლიციამ და მოქალაქეებმა არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.