ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა

23:14, 14.03.2018

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ბანკის წინ საწვავი გადაისხა.

ახალგაზრდა ქალს თავის დაწვის საშუალება ადგილზე მისულმა პოლიციამ და მოქალაქეებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი