ოზურგეთის სოფელ დვაბზუაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ოზურგეთის სოფელ დვაბზუაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. იგი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.