ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - არ ვაპირებთ აქციის შეწყვეტას, ვიდრე ქათამაძის ცემაში მონაწილეები არ დაისჯებიან
ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - არ ვაპირებთ აქციის შეწყვეტას, ვიდრე ქათამაძის ცემაში მონაწილეები არ დაისჯებიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საკრებულოს სააქტო დარბაზის ფოიეში, სადაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობს, ლეიბები შეიტანეს.

„ჩვენ არ ვაპირებთ აქციის შეწყვეტას, ვიდრე არ დაისჯება ქათამაძის ცემაში მონაწილე ყველა პირი. მათ უნდა დატოვონ პოლიტიკური თანამდებობები”,- აცხადებს ოზურგეთის „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე.

აქციის მონაწილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
„ქართული ოცნება“ დეპუტატებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს პროვოკაციად აფასებს.

ადმინისტრაციულ შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა დღეს დაიწყეს. ისინი ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.