ოზურგეთის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები იმ პერიმეტრს, სადაც ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა განხორციელდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები იმ პერიმეტრს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება.
„დღეს, 20:00 საათიდან აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება ქალაქ ოზურგეთში, ასევე სოფლებში: სილაური, ბახვი, ბოხვაური, ლიხაური, ვაკიჯვარი, მაკვანეთი, მელექედური, მთისპირი, შემოქმედი, ცხემლისხიდი და ჯუმათი. დახურეთ ფანჯრები, პროცესს მოარიდეთ ბავშვები, ცხოველები და ფრინველები“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ასევე რეკომენდებულია სასმელი წყლის ჭების დახურვაც.