ოზურგეთის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები იმ პერიმეტრს, სადაც ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა განხორციელდება

18:46, 05.09.2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები იმ პერიმეტრს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება.

„დღეს, 20:00 საათიდან აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება ქალაქ ოზურგეთში, ასევე სოფლებში: სილაური, ბახვი, ბოხვაური, ლიხაური, ვაკიჯვარი, მაკვანეთი, მელექედური, მთისპირი, შემოქმედი, ცხემლისხიდი და ჯუმათი. დახურეთ ფანჯრები, პროცესს მოარიდეთ ბავშვები, ცხოველები და ფრინველები“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასევე რეკომენდებულია სასმელი წყლის ჭების დახურვაც.

მსგავსი