ოთო ნემსაძემ საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა, რომლის რეჟისორი რამაზ ჩხიკვაძეა. საახალწლო სიმღერის სახელწოდებაა „ისევ“. ტექსტისა და მუსიკის ავტორი ზაზა ქოქრაშვილია. სიმღერას ოთო ნემსაძესთან ერთად მისი მეუღლე, სოფო მეძმარიაშვილიც ასრულებს.
„იმედია, იმ საახალწლო განწყობას, რომელიც კლიპს მოაქვს, სრულიად საქართველოს მაყურებელი შეიყვარებს,“ – აღნიშნა პრეზენტაციისას მომღერალმა.
კლიპის გადაღებები ბაკურიანში მიმდინარეობდა და მასში მომღერლის მეუღლის გარდა, მისი მეგობრებიც მონაწილეობენ.
ეს ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის ერთობლივი სადებიუტო ნამუშევარია, თავად მომღერლისთვის კი რიგით მე-4 კლიპია.