ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა [ფოტო-ვიდეო]

ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.

გამოსვლის სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა, ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.

ცოტა ხანში გაირკვევა, მოხვდება თუ არა საქართველოს წარმომადგენელი კონკურსის ფინალურ ეტაპზე.

ხმის მიცემისას, ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე მითითებული იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეუძლიათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. დღევანდელი შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი – 18 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.