ოთარ დანელია - რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, უფრო უკეთესია
ოთარ დანელია - რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, უფრო უკეთესია

რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, უფრო უკეთესია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან ოთარ დანელიამ განუცხადა.

დანელიას თქმით, მას საკადრო ცვლილებებზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა არასამუშაო დღეს, დღის ბოლოს.

დანელიას თქმით, ეს დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მეორე ტურია დარჩენილი რაიონებში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი პერიოდი საარჩევნო პროცესების დასრულებულია.

ყოველთვის დროულია რაც უფრო ადრე გაკეთდება ასეთი ოპტიმიზაციები და მიდგომები, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს წინ რამდენიმე წლის პოლიტიკური თავისუფალი სივრცე, აქედან გამომდინარე ეს უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა დანელიამ.

უმრავლესობის წევრების თქმით, დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.