ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
როგორც ირმა ჭკადუამ პროცესზე განაცხადა, დღეს პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, რითაც დასტურდება, რომ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღესვე სავარაუდოდ ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმეს დაკითხავს.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.