თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე დღეს სამი მოწმის, თბილისის მერიის თანამშრომლების დაკითხვას გეგმავს.
პროკურორის განმარტებით, ისინი ზოგადად მერიის სისტემაზე, თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებსა და პროცედურებზე ისაუბრებენ. მისივე თქმით, დასაკითხ პირებს მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია არ გააჩნიათ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დღეს წარმოდგენილი მოწმეები საქმის ფაქობრივ გარემოებებთან შემხებლობაში არ არიან.
პროცესს ბრალდებული ოთარ აბესაძეც ესწრება. მას მთავარი საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ედავება.