ოთარ აბესაძე გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

11:26, 09.01.2018

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები ამბობენ, აბესაძეს რამდენიმე სახის გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.

აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

მსგავსი