ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშაა
ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშაა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშ ხვალამდე დარჩება. ექიმები ჯერჯერობით დიაგნოზზე არ საუბრობენ.

ოთარ აბესაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მის მიმართ „ქართული ოცნება“ შურისძიებას ახორციელებს. ირმა ჭკადუა ჩაფიძის კლინიკაშია მისული, სადაც ოთარ აბესაძე პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. ადვოკატების თქმით, მას გულის შეტევა აქვს.

ჭკადუა ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, თუმცა სახელმწიფო ბრალდება, მოსამართლე და პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები მას ნორმალურად არ ექცევიან.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა.