ოთარ აბესაძის ადვოკატები ბრალდებულისთვის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ითხოვენ
ოთარ აბესაძის ადვოკატები ბრალდებულისთვის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ითხოვენ

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატები დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სხვადასხვა სახის გამოკვლევები სჭირდება, რომლებიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უნდა ჩატარდეს.

ირმა ჭკადუას განმარტებით, დაცვის მხარეს უკვე აქვს შესაბამისი შეთანხმება და დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, ოთარ აბესაძემ ორ კვირიანი კვლევა საავადმყოფოში უნდა გაიაროს.

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.