ოთარ აბესაძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევებს ჩაუტარებენ
ოთარ აბესაძეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამოკვლევებს ჩაუტარებენ

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ორი კვირის განმავლობაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სხვადასხვა კვლევას ჩაიტარებს. აბესაძის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით დღეს მიმართეს.

პროცესი დახურული იყო და მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

უფლებადამცველები აცხადებდენ, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სხვადასხვა სახის გამოკვლევები სჭირდება, რომლებიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უნდა ჩატარდეს.

ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ აბესაძის ჯამრთელობის მდგომარეობა საგანგაშო აღმოჩნდება, უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.