ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემ აღკვეთი არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯაბმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სხდომამდე ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით შესაძლოა, შეცვლოდა ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.