თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი – ამის შესახებ პირველ არხს აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აბესაძე კლინიკაში სასჯელაღრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
„დღეს ის პროცესზე ცუდად გახდა, გული წაუვიდა და სიცოცხლე ბადრაგმა შეუნარჩუნა. გამოძახებული იყო სასწრაფო. ამის შემდეგ, აბესაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ის ცუდად გახდა და ახლა გადაიყვანეს ჩაფიძეში. იქ მივდივართ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც აბესაძეს ასე ექცევა. ჩვენ აქამდე მის ჯანმრთელობაზე ღიად არ ვსაუბრობდით და ზოგადად ვამბობდით, მაგრამ ახლა გავიგებთ ყველა დეტალს“, – აცხადებს ადვოკატი.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა.