„ოსკარის“ ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, დაჯილდოების ცერემონიას წამყვანი არ ეყოლება. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება არის დაგეგმილი.
„ოსკარის“ ნომინანტთა ვინაობა იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, დაჯილდოების ცერემონია კი 24 თებერვალს, ლოს ანჯელესში ჩატარდება.