ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დღეს დროებით შეიცვლება
ევროპის დღეებთან დაკავშირებით რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გამო, 5 მაისის 10:00 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს, აუხვევს მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდება ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ – ბარათაშვილის ქუჩაზე.
ევროპის დღეები რიყის პარკში დღეს საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება.