ევროპის დღეების ფარგლებში, ოზურგეთში ჯგუფ „ბანის“ კონცერტი გაიმართა

22:28, 12.10.2019

ევროპის დღეების ფარგლებში, ოზურგეთის ჭადრების ბაღში ჯგუფ „ბანის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეც დაესწრნენ.

ევროპის დღეების საზეიმო აღნიშვნა ოზურგეთში ხვალ დასრულდება.

მსგავსი