პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ქვეყანაში რეფორმების იმპლემენტაცია
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ქვეყანაში რეფორმების იმპლემენტაცია

საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება.

„გულითადად მოგესალმებით ევროპის დღის აღნიშვნაზე. ვიმყოფებით „ექსპო ჯორჯიაში“. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა გვექნება. მშვენიერი ამინდია, შესანიშნავი განწყობა. დღეს შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ ევროპის დღე. 70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალები, რათა ისაუბრონ ერთხმად, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოვებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.