შარლ მიშელი - ევროპა ხართ თქვენ, ევროპა ვართ ჩვენ, ევროპა ვართ ყველა ერთად, ერთიანობა გვაძლიერებს [ვიდეო]

ევროპის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„ევროპა ხართ თქვენ, ევროპა ვართ ჩვენ, ევროპა ვართ ყველა ერთად. ერთიანობა გვაძლიერებს,“ – წერს ბელგიელი პოლიტიკოსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შარლ მიშელის მილოცვას თან ახლავს ევროკავშირის 27 წევრი ლიდერის ვიდეომიმართვა.

„ევროპა ნიშნავს თავისუფლებას, ტოლერანტობას, ღიაობას, მრავალფეროვნებას, პატივისცემას, ინოვაციებს, კრეატიულობას, დინამიურობას. ევროპა ასევე არის სოლიდარობა და ერთიანობა,“ – ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.