ორთაჭალაში, „თიბისი ბანკის“ ფილიალში ცეცხლმოკიდებული ბოთლი შეაგდეს, რის შედეგადაც ბანკში მცირე ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას გულისხმობს.