„როიტერი“ - Credit Suisse Group გლობალურ სატრასტო ბიზნესს, მდიდარი კლიენტებისთვის განკუთვნილ ოფშორულ განყოფილებას ყიდის, მიზეზად სკანდალების სერიის შემდეგ კომპანიის რეორგანიზაციას ასახელებს
„როიტერი“ - Credit Suisse Group გლობალურ სატრასტო ბიზნესს, მდიდარი კლიენტებისთვის განკუთვნილ ოფშორულ განყოფილებას ყიდის, მიზეზად სკანდალების სერიის შემდეგ კომპანიის რეორგანიზაციას ასახელებს

„როიტერის“ ინფორმაციით, Credit Suisse Group გლობალურ სატრასტო ბიზნესს ყიდის, კერძოდ მდიდარი კლიენტებისთვის განკუთვნილ ოფშორულ განყოფილებას და ამის მიზეზად სკანდალების სერიის შემდეგ კომპანიის რეორგანიზაციას ასახელებს.

სააგენტოს ცნობით, გაყიდვის შესახებ განაცხადეს მას შემდეგ, რაც შვეიცარიულ ბანკს სინგაპურის ტრასტთან დაკავშირებით მილიარდ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურებისგან თავის დაცვა მოუწია.

სააგენტო წერს, რომ მიმდინარე კვირას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოში განაცხადა, რომ შვეიცარიული ბანკის სატრასტო ერთეულმა ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა მას 1.27 მლრდ დოლარი არ დაეკარგა.

„ივანიშვილმა სინგაპურში Credit Suisse Trust-ი დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ იცავდა მის ინვესტიციებს და არ დგამდა სათანადო ნაბიჯებს ჟენევაში მცხოვრები ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის თაღლითობით გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად. ტრასტის განყოფილებაში ამბობენ, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა „ექსტრემალურია“ და სასამართლოს მის გაუქმებას სთხოვენ“, – წერს „როიტერი“.

ბანკის განცხადებით, ამჟამად სინგაპური სატრასტო ბიზნესს ყიდის, ხოლო იურიდიულ პირებსა და „ნარჩენ ბიზნესს“ უახლოეს წლებში გააუქმებს. Credit Suisse-მა 2022 წელს „გარდამავალი“ უწოდა ე.წ. “საგუშაგო ცვლილებითა” და რესტრუქტურიზაციის მიზნით, რომ შეამციროს რისკები მაშინ, როცა სულ უფრო ხშირად ვარაუდობენ მის გაყიდვას. „როიტერის“ ცნობით, Credit Suisse გერნსიში, სინგაპურსა და ბაჰამის კუნძულებზე თავისი სატრასტო ბიზნესის ძირითად ნაწილს Bank of N.T. Butterfield & Son Limited-ს მიჰყიდის, Gasser Partner Trust -ი კი ლიხტენშტეინის ბიზნესს გადაიბარებს, ხოლო ზოგი ერთეული Credit Suisse-ს მფლობელობაში დარჩება კლიენტების მცირე რაოდენობისთვის.