ყაზახეთის დედაქალაქში მდებარე „კასპი ბანკის“ შენობაში უცნობმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს
ყაზახეთის დედაქალაქში მდებარე „კასპი ბანკის“ შენობაში უცნობმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს

ყაზახეთის დედაქალაქში მდებარე „კასპი ბანკის“ შენობაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი ბანკის აქტივების შშმ ბავშვებისა და უპოვარებისთვის გადარიცხვას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

სპეცოპერაციის შედეგად ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლები უვნებლად გაათავისუფლა. დაკავებულია თავდამსხმელიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.