ორმა ტელეკომპანიამ თვითმმართველობის არჩევნებში 20:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა
ორმა ტელეკომპანიამ თვითმმართველობის არჩევნებში 20:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.
„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემების თანახმად, კახა კალაძე – 44%; ნიკა მელია – 40%; გიორგი გახარია – 7%; ანა დოლიძე – 5%; თამარ კეკენაძე – 1%; გიორგი ლომია – 1%; ანა ბიბილაშვილი – 1%; რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1%;
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია.
„მთავარმა არხმა“ ეგზიტპოლები ფრანგულ კომპანია IPSOS-გლობალს დაუკვეთა. აღნიშნული ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, კახა კალაძე – 40,5%; ნიკა მელია – 39,9%; გიორგი გახარია – 8,9%; ანა დოლიძე – 4,1%; ანა ბიბილაშვილი – 2,5%; სხვა კანდიდატები – 4,1%.
თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია: „ქართული ოცნება“ – 38,5%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31,9%; „საქართველოსთვის“ – 7,7%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 4,8 %; „ლელო“ – 3,7%; „ხალხისთვის“ – 2,3%; „გირჩი“ – 2,2%; „მოქალაქეები“ – 1,3%; „ევროპული საქართველო“ – 1,0 %; სხვა პარტიები – 6,6%
კვლევის ცდომილება +/-3 პროცენტია.