ორმა ავსტრალიელმა მეთევზემ ნიანგების გამო ხუთი დღე მანქანის სახურავზე გაატარა
ორმა ავსტრალიელმა მეთევზემ ნიანგების გამო ხუთი დღე მანქანის სახურავზე გაატარა

ორმა ავსტრალიელმა მეთევზემ ნიანგების გამო ხუთი დღე საკუთარი მანქანის სახურავზე გაატარა. ინციდენტი დასავლეთ ავსტრალიის შტატში, ქალაქ ბრუმიდან დაახლოებით 100 კილომეტრში სანაპიროზე მოხდა.

როგორც BBC-ი იტყობინება, 19 წლის ჩარლი უილიამსისა და 37 წლის ბო ბრაიმს-მორისის მანქანა ტალახში ჩაეფლო და სვლა ვერ განაგრძო. ზღვის მოქცევის დროს მათი მანქანის გარშემო ნიანგები მოგროვდნენ, რის გამოც მამაკაცები მანქანის სახურავიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მეთევზეებს თან სასმელი წყლისა და საკვების გარკვეული მარაგი ჰქონდათ. მაშველებმა ისინი მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

„ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ, წყლის უკმარისობას განიცდიდნენ და მზის გამო მათი ორგანიზმი გადახურებული იყო“, – განაცხადა პოლიციის სერჟანტმა მარკ ბალფურმა, რომელიც სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.