ლანჩხუთში ნადირობასა და თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს
ლანჩხუთში ნადირობასა და თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ლანჩხუთის ცენტრში, გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა მონადირეებმა და მეთევზეებმა ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ნადირობასა და თევზჭერაზე შეზღუდვებია დაწესებული.

მოვითხოვთ, კანონში შევიდეს ცვლილება და ტრადიციული გამოყენების ზონაში დაიშვას ნადირობა. ასევე მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მის ჩართვას აღნიშნულ პროცესში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული და მკაცრი დაცვის ზონის საზღვრები“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სულხან პატარაია.

კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორის, დავით გრიგოლიას განცხადებით, კანონის შესაბამისად მოქმედებენ.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავენ.