ლონდონში, აეროპორტში მგზავრს 50 ნიანგი ჩამოართვეს
ლონდონში, აეროპორტში მგზავრს 50 ნიანგი ჩამოართვეს

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბრიტანელმა მესაზღვრეებმა მგზავრს 50 ნიანგი ჩამოართვეს. ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ერთი წლის ასაკის 50 რეპტილია მალაიზიის რეისით ჩამოიყვანეს. ნიანგების ჩამორთმევის მიზეზი მათი ტრანსპორტირების წესის დარღვევა გახდა – ოთხი ნიანგისთვის განკუთვნილ თითოეულ ყუთში ათი რეპტილია იყო მოთავსებული. ადგილის უკმარისობის გამო, ერთ-ერთი ცხოველი მოკვდა.

ნიანგები კემბრიჯშირში მდებარე ფერმაში უნდა მიეყვანათ, სადაც ხორცის წარმოებისთვის მათი გამრავლება იგეგმებოდა.

გადარჩენილ 49 რეპტილიას მალაიზიაში დააბრუნებენ.