ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდის მაგისტრალზე მომხდარ ავტოკატასტროფას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ხუთი ბავშვია.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ავარიას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბიოკეტების ოჯახი დასასვენებლად სიეტლიდან ლას ვეგასში მიემგზავრებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, პორტლენდის მაგისტრალზე ტოიოტას მარკის ავტომანქანა, რომელშიც ბიოკეტების ოჯახი იჯდა, მეორე ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა.