ორეგონის შტატში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
ორეგონის შტატში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა

ორეგონის შტატის ქალაქ სალემში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ შერიფის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველები სავარაუდოდ მძევლების აყვანის შესახებ გამოძახებაზე მივიდნენ. შერიფის ოფისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, როდესაც სამართალდამცველებმა ტელეფონით მოლაპარაკების დაწყება სცადეს, ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის თავად ეჭვმიტანილი.

ამასთან, პოლიციაში მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ აკონკრეტებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ქალაქი სალემი პორტლენდიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.