კესტუტის ბუდრისი – კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს კალინინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმაში ლიეტუვის სავარაუდო მონაწილეობაზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა უარყო ბრალდებები რუსეთის კალინინგრადის ოლქზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში ლიეტუვის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში ლიეტუვის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – წერს ბუდრისი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლიეტუვის რესპუბლიკას არასოდეს გაუცია ნებართვა, თავისი საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოეყენებინათ, მათ შორის არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ცნობისთვის, კალინინგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორის ალექსეი ბეზპროზვანიხის განცხადებით, ამის მიზეზი ლიეტუვის მიმართულებიდან გამოჩენილი „საეჭვო ობიექტი“ გახდა. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც კალინინგრადში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
. @LithuaniaMFA categorically rejects false claims circulating on social media regarding #Lithuania’s alleged involvement in the drone attack against the Kaliningrad region of the Russian Federation.
The Republic of Lithuania has never authorized the use of its airspace for attacks against targets in the Russian Federation, including in the present case.
— Kęstutis Budrys (@BudrysKestutis) November 21, 2026