აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი – უკრაინის საკითხში ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი არ არის
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეი კლეიტონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხში აშშ-ის მეგობარი არ არის.
კლეიტონის თქმით, გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სამიტის კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიება „სრულიად მართებული“ იყო. თუმცა, მისივე განცხადებით, პუტინი „უკრაინის საკითხში ამერიკის მეგობარი არ არის“.
„ეს საუბარი, ეს ფოტო – ისტორიული, ნამდვილად ისტორიული ფოტო – სამი ბირთვული სახელმწიფოს, სამი მთავარი ბირთვული ძალის შეხვედრის კონტექსტში შედგა. ისინი შეიკრიბნენ და თქვეს: „არ შეიძლება, ბირთვული ინციდენტი დავუშვათ““, – განაცხადა ჯეი კლეიტონმა.
კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მეგობარი, კლეიტონმა უპასუხა: „უკრაინის საკითხში ის აშშ-ის მეგობარი არ არის. საერთოდ არა“.