რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
კიევის ოლქში, სოფელ დიმერში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ 14 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად შენობის ერთი სადარბაზო დაინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ. შენობიდან ევაკუირებულია ცხრა მცხოვრები, ორი დაშავდა. ერთი ადამიანის ცხედარი კი ნანგრევებიდან სულ ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. დრონით შეტევისას დაზიანდა მაღაზია და საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს მდებარე საბავშვო ბაღის შენობაც.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკას კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვითი რაკეტების მიწოდება.