დონალდ ტრამპი – ძალიან გამიჭირდება ჩაკ შუმერთან მუშაობა, თუ ის სენატში უმრავლესობის ლიდერი გახდება

22:04, 22.11.2026

ძალიან გამიჭირდება ჩაკ შუმერთან მუშაობა, თუ ის სენატში უმრავლესობის ლიდერი გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩაკ შუმერმა ერთხელ უკვე ძალიან ცუდად გაართვა თავი სენატის უმრავლესობის ლიდერის მოვალეობას და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლიდერი იყო ისტორიაში.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამჯერადაც წარუმატებელი იქნება. მისი ერთადერთი საქმიანობა იყო შეთქმულების თეორიის – „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“ – და მრავალი სხვა სიცრუისა და თაღლითური სქემის გაგრძელება, რამაც 2024 წელს ჩემი გამარჯვება მარტივი და დიდებული გახადა. ისევ იგივე მეორდება!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი