ანტონიუ გუტერეში – იმედგაცრუებული ვარ, რომ COP31 შეთანხმებაზე კონსენსუსის გარეშე დასრულდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან კონსენსუსი ვერ შედგა, მაგრამ მეცნიერების დასკვნებში გაურკვევლობა არ არსებობს
ღრმად ვარ იმედგაცრუებული, რომ COP31 საერთო შემაჯამებელ შეთანხმებაზე კონსენსუსის გარეშე დასრულდა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.
„სრულად ვიზიარებ ადამიანთა დიდ იმედგაცრუებას, რომლებიც ელოდნენ, რომ მთავრობები იმოქმედებდნენ იმ მასშტაბითა და პასუხისმგებლობით, რასაც კლიმატის კრიზისი მოითხოვს, თუმცა ეს წარუმატებლობა ფაქტებს არ ცვლის. შესაძლოა, მოლაპარაკებების მაგიდასთან კონსენსუსი ვერ შედგა, მაგრამ მეცნიერების დასკვნებში არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი.
ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, COP31-ის მთავარი გზავნილი ნათელია: მსოფლიომ კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ეს დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, COP31-ზე შეთანხმება ვერ შედგა, ევროკავშირმა და რამდენიმე ქვეყანამ საბოლოო დოკუმენტი უარყვეს.
I’m deeply disappointed that #COP31 has ended without consensus on an overarching outcome.
I share the very profound frustration of all those who expected governments to rise to the moment the climate crisis demands.
But this setback does not change the facts.
There may be no consensus in the negotiating room, but there is no ambiguity in the science.
The take-home message from COP31 is clear:
The world must do much more to confront the climate crisis.
And it must do it now.
https://t.co/j05tHQA8AM
— António Guterres (@antonioguterres) November 22, 2026