აშშ-ში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 35-ს მიაღწია [ვიდეო]

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 35-ს მიაღწია. დაკარგულია ათობით ადამიანი.

სტიქია ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებში მძვინვარებს. განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე დასახლება მთლიანად დაიწვა.

დამწვარია 1,6 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია.