ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა [ვიდეო]

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. არიან დაკავებულები. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.

რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები პორტლენდში მაისის ბოლოდან იმართება.

აქციის მონაწილეები კენტონის პარკთან შეიკრიბნენ და პორტლენდის პოლიციის ასოციაციის შენობისკენ მსვლელობა გამართეს, სადაც სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცველებმა დემონსტრაცია უკანონო შეკრებად გამოაცხადა.

მაისის ბოლოს ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ის ქალაქებში მასობრივი საპორტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.