ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი დღეს გაიმართება. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის მიმართ კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს.
დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების სამი რაუნდი. შეხვედრა დღეს სასტუმრო „შერატონში“ 10:00 საათზე დაიწყება.