ოპერისა და ბალეტის თეატრს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
დადგენილება „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის − თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ საკანონმდებლო მაცნეში დღეს 12 ივნისს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.