ონში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ონში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი.

გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.