საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ონთან ახლოს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

თბილისის დროით 17:50 საათზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.