ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ფარგლებში, ონკოპაციენტების მკურნალობა უფასო გახდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.
„უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა გახდა უფასო. ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი გაიზარდა 8 000 ლარით, რის შედეგადაც, ჯიბიდან გადახდები საშუალოდ 25 მილიონი ლარით შემცირდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.