„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - უკრაინის ძალებს ბოლო 24 საათში ლიმანის გარშემო და ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ
უკრაინის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიმანის გარშემო და ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ იტყობინება.
ამასთან, ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ამ რაიონებში დამარცხებული რუსული დანაყოფები მანამდე რუსეთის არმიაში ერთ-ერთ საუკეთესო დანაყოფებად მიიჩნეოდნენ. საუბარია ლიმანის შემთხვევაში რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებულ პოლკზე, ხოლო ხერსონის ოლქის შემთხვევაში – 76-ე საჰაერო-სადესანტო პოლკზე.
ინსტიტუტის ცნობით, გეოლოკაციური სურათები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები ლიმანიდან აღმოსავლეთით წინსვლას განაგრძობენ და შესაძლოა, გაარღვიეს ლუგანსკის ოლქის საზღვარი კრემინას მიმართულებით.
„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხარკოვის ოლქში რუსეთის ძალების წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს და ამისთვის თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებებს იყენებს.