ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი - რუსეთი მიზნად ისახავს ჩასივ იარისა და ვოლჩანსკის დაკავებას
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი - რუსეთი მიზნად ისახავს ჩასივ იარისა და ვოლჩანსკის დაკავებას

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი მიზნად ისახავს ჩასივ იარისა და ვოლჩანსკის დაკავებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების ბოლოდროინდელი გააქტიურება ხარკოვისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებებზე, უკრაინულ ძალებზე ზეწოლას ახდენს.

„ამით სარგებლობს რუსეთი და ძალისხმევას ოპერატიულად მნიშვნელოვან ჩასივ იარისკენ მიმართავს, რადგან მისი დაკავება ხელსაყრელ პოზიციებს უზრუნველყოფს რუსეთისთვის, განახორციელოს შეტევითი ოპერაციები კონსტანტინოვკასა და დრუჟკოვკაზე. ქალაქებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვითი სარტყელის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, დონეცკის ოლქის ძირითადი თავდაცვაა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ძალებისთვის ამჟამად პრიორიტეტულია ვოლჩანსკის დაკავება, რადგან ის ერთ-ერთი ტაქტიკური სამიზნეა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევითი ოპერაციების პირველ ფაზაში.