ომის შესწავლის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დონეცკის სამხრეთით დასახლებული პუნქტი პობიედა დაიკავა
ომის შესწავლის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დონეცკის სამხრეთით დასახლებული პუნქტი პობიედა დაიკავა

ომის შესწავლის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დონეცკის სამხრეთით დასახლებული პუნქტი პობიედა დაიკავა. ინსტიტუტის მოხსენების მიხედვით, გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა დროშა აღმართეს დასავლეთ პობიედაში დანგრეულ შენობაზე.

რუსული წყაროები ანალოგიურად ირწმუნებიან, რომ პობიედაში რუსეთის 225-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკი შევიდა.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანაგრიშის მიხედვით, პობიედას დაკავებისას რუსულმა ძალებმა გაჭრეს O0532 გზატკეცილი, რომელიც გადის ახლახან დაკავებულ მარინკიდან პობიედას გავლით კოსტიანტინივკასკენ და რუსულმა ძალებმა შეიძლება სცადონ წინსვლა კოსტიანტინივკასკენ მაგისტრალის გასწვრივ.

ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი ასევე ამტკიცებს, რომ პობედას დაკავება საშუალებას მისცემს რუსულ ძალებს, განახორციელონ შეტევითი ოპერაციები ვუჰლედარის მიმართულებით ან ჩაჭრას უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები, რომლებიც მიდიან ვუჰლედარში.

პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის დასავლეთით, ჰეორჰიივკას მახლობლად და დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, პობიედასა და ნოვომიხაილივკას მახლობლად.