ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ხელისუფლება მანიპულირებს ჩინეთისა და თურქეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებებით, რათა შეარყიოს უკრაინის შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერა
ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ხელისუფლება მანიპულირებს ჩინეთისა და თურქეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებებით, რათა შეარყიოს უკრაინის შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერა

ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, რუსეთის ხელისუფლება მანიპულირებს ჩინეთისა და თურქეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებებით, რათა შეარყიოს უკრაინის შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი და თურქეთი აგრძელებენ საკუთარი მოლაპარაკებების პლატფორმების შექმნას „უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად“, რომელსაც კრემლი საკუთარი საინფორმაციო ოპერაციების გასაძლიერებლად იყენებს, რაც მიზნად ისახავს უკრაინის შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერის შერყევას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა და ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლი ჰუიმ მოსკოვში შეხვედრისას განიხილეს ჩინეთის სურვილი, ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

გალუზინმა და ლი ჰუიმ აღნიშნეს, რომ „შეუძლებელია უკრაინაში ბრძოლის დასრულების განხილვა რუსეთის მონაწილეობის გარეშე და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე”.

ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „უკრაინაში მიმდინარე ომში მხარეებმა უკვე მიაღწიეს იმ მაქსიმალურ შედეგებს, რომელთა მიღწევაც ომით შეუძლიათ“.