„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს განახლდება.

საგამოძიებო უწყებაში „ომეგას“ დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე დღის პირველ ნახევარში მივა. მისი ადვოკატის თქმით, მოითხოვს თუ არა ასანიძე  სასამართლო წესით გამოკითხვას, დღეს გახდება ცნობილი.  გიორგი ფანცულაიას თქმით, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაიკითხებიან დეპუტატი ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ლონდონში იმყოფება.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.