ოლიმპიური იმედი - ალექსანდრე წივწივაძემ საქართველოს ჰიმნი უნგრეთში ააჟღერა
უნგრეთში გაიმართა ნიჩბოსანთა შეჯიბრება „ოლიმპიური იმედები“, რომელიც ტრიუმფით დაასრულა 16-წლამდელთა შორის მოასპარეზე ალექსანდრე წივწივაძემ.
ნახევარფინალურ ეტაპზე ახალგაზრდა ქართველმა 1000 მეტრ დისტანცია 4:03.60 წუთში დაფარა, რაც 18.6 წამით უკეთესი შედეგი იყო მეორეადგილოსანთან შედარებით.
ფინალში წივწივაძემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და შეჯიბრება დამაჯერებლად მოიგო – ამჯერად 1000 მეტრი 4:03.00 წუთში გასცურა, 15.66 წამით აჯობა მეორეადგილოსან უნგრელ სკანად მოლნარს.