ნიჩბოსნობა | გია გაბედავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნიჩბოსნობა | გია გაბედავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პორტუგალიაში კანოე-კაიაკის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გია გაბედავამ 200 მეტრზე კანოეისტთა შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გაბედავამ საკვალიფიკაციო გაცურვაში 42.705 წამით მეოთხე შედეგი აჩვენა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ასპარეზობა მეორე შედეგით დაასრულა (43.565) და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ ასპარეზობაში გია გაბედავამ ფინიშის ხაზი მესამე შედეგით (41.208 წამი) გადაკვეთა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.